გარი კასპაროვნა პუტინი ჰიტლერს შეადარა. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ცნობილმა მოჭადრაკემ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ კრემლის დიქტატურა ადოლფ ჰიტლერის მმართველობისგან არაფრით განსხვავდება.
„დასავლელი ლიდერები კრემლთან კომპრომისზე არ უნდა წავიდნენ, რადგანაც თუ დღეს პუტინს ვერ შეაჩერებენ, ამისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან. დათმობა არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ რუსეთს და დასავლეთს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებში თანამშრომლობა შეუძლიათ. კომპრომისის მიზეზი სირია, ირანი ან ერაყი არ უნდა გახდეს. პირადად მე ვერ ვხედავ რეალურ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც ევროპისა და პუტინისთვის საერთო იქნება,"-განაცხადა კასპაროვმა.