მომავალი წლიდან ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრომ ბიზნეს სექტორთან მორიგი შეხვედრა გამართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, საგადასახადო პოლიტიკისა და ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტების უფროსები ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიღწეული შეთანხმებით, თითოეული დარგის მიხედვით, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიები ფინანსთა სამინისტროსთან გააგრძელებენ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრებს.