"ტექნო ბუმში" დღეიდან საახალწლო ბუმი სენსაციური აქციით იწყება. ყველა მომხმარებელს შეუძლია, „ტექნო ბუმის" ნებისმიერი მაღაზიიდან ტექნიკა უფასოდ წაიღოს „კრედოს" 0% -იანი 24 თვემდე განვადებით, მისი ღირებულების გადახდა კი მხოლოდ ოთხ თვეში დაიწყოს.
აქცია მართლაც უპრეცედენტო და სენსაციურია, რადგან მომხმარებელს შეუძლია წინასაახალწლოდ განაახლოს ტექნიკა ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. ფაქტობრივად, უფასოდ წაიღოს, რადგან მის გადახდას მხოლოდ ოთხ თვეში იწყებს, მით უმეტეს, ტრადიციულად საზოგადოება ახალ წელს ახალი ტექნიკით ხვდება. ამერიკის და ევროპის ტრადიცია საქართველოშიც საკმაოდ აქტიურად დამკვიდრდა, რადგან როგორც იცით, ახალი ტექნიკა ახალ წარმატებასთან და პროგრესთან ასოცირდება.
„ამ პროგრესის ოჯახში დაბედებას წელს "ტექნო ბუმი" უპრეცედენტო აქციით, უფასოდ გთავაზობთ, 24 თვემდე 0% -იანი განვადებით გადახდას კი მხოლოდ ოთხ თვეში დაიწყებთ და რაც მთავარია, შეძლებთ, ჩაერთოთ ტექნო ბუმის გახმაურებულ გრანდიოზულ გათამაშებაში. როგორც იცით, საახალწლო ფინალური ეტაპში თამაშდება უამრავი ტექნიკა, ავტომობილი Mercedes Benz-ი, ოროთახიანი ბინა თბილისში და - სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი",- აცხადებენ ტექნო ბუმში
ამიტომ იჩქარეთ, ნუ დაელოდებით დეკემბრის გადატვირთულ რეჟიმს, გამოიყენეთ ეს შანსი, გაიტანეთ უფასოდ ტექნიკა, ჩაერთეთ საახალწლო გათამაშებაში. „ტექნო ბუმის" სენსაციურ აქციასა და საახალწლო
გათამაშებაში ჩართვა, თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავსა და ახლა უკვე ლანჩხუთშიცაა შესაძლებელი.