კანონმდებლები დღეს ე.წ. გასაღბის საკითხზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელიც ორგასაღბიანი მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს.
კანონის პროექტის მიხედვით, რომლის ავტორები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ირაკლი სესიაშვილი არიან, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და შსს-ს ექნება, თუმცა მოსმენის ნებართვას ორივე შემთხვევაში სასამართლო გასცემს.
პროექტის ამ ვარიანტს არ ეთანხმება შალვა შავგულიძე.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართბა.
შეგახსენებთ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის ვადა ხვალ იწურება.