ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და აცხადებს, რომ თუ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული საქმის მასალები დაკავებულთა ადვოკატებს დროულად არ გადაეცემათ, პროცესში საერთაშორისო საზოგადოებას ჩართავს. ეს განცხადება ალასანიამ გორში "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
"მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე ადვოკატებს არ გადასცემიათ საქმის მასალები და არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაკავებული პირების სრულყოფილად დაცვა განახორციელონ. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მთავრობას, რაც შეიძლება დროულად მიეცეს ადვოკატებს, ამ ადამიანების დაცვის შესაძლებლობა. ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით, პროკურატურს მიმართ, იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება, უკვე ამ პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას", - განაცხადა ალასაანიამ.