რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებს, მათ შორის -მოლდოვასა და საქართველოს ემუქრება, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მერკელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და უარს ამბობს კონფლიქტის მოგვარების ისეთ გზაზე, რომელიც ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა.
კაცლერმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ფსონს კანონის ნაცვლად ძალაზე დებს.
"ეს ქმედებები მსოფლიო წესრიგს ეჭვქვეშ აყენებს", - განაცხადა მერკელმა.
კანცლერის აზრით, რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით განსაკუთრებული რისკები არსებობს საქართველოსთვის, მოლდოვისათვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის.
გერმანიის კალცლერმა ევროპას და შეერთებულ შტატებს რუსეთთან ურთიერთობაში ერთიანი პოზიციისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები