ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მას აქვს მკაფიო წარმოდგენა სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ.
"ახლახანს ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯანელიძესთან. მას მკაფიო წარმოდგენა აქვს სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ, მთავარი ფოკუსით დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაძლიერებული პაკეტის განხორციელებით. მას ესმის თავისი პოზიციის დეტალები და სტრატეგია. მოხარული ვარ ასევე,იმით, რომ მისმა წინამორბედმა, ირაკლი ალასანიამ მას კარგად გადააბარა საქმიანობა. მთლიანობაში, ჩემი აზრით, დასაწყისი დამაიმედებელია", - წერს აპატურაი.