ნატოს სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს აღქმა, რომ საქართველოში პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული არ გამქრალა.
,,მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ეს წუხილი ჯერ არ გამქრალა, ბოლო მოვლენებმაც არ შეუწყო ხელი ამ წუხილის გაქრობას. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ აღქმა რომელზეც ვსაუბრობდით გაქრებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულახდილად რომ გითხრათ ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში აღქმა რომ საქართველოში პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული არ გამქრალა. Mმინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ როგორც საქართველოს მეგობრები და პარტნიორები. ჩვენ გვინდა საქართველომ იაროს წინ და დავეხმაროთ ნატოსკენ სვლის გზაზე. საქართველოს ხელისუფლება მოწადინებული, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს და ამ თემაზე მჭიდრო კომუნიკაცია იყოს ნატოსთან", _განაცხადა აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.