ნატოს სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ნატოს გენერალური მდივანი ელის იმის დადასტურებას, რომ საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა.
,,დღეს ჩვენ ველით მკაფიო დადასტურებას იმისა, რომ საქართველოს მისწრაფება არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. Pპირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ კურსი არ შეცვლილ და არ შეიცვლება. Eეს არის ის რისი გაგებაც ნატოს გენერალურ მდივანს სურს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ პრემიერის, ახალი მინისტრების მხრიდან ამის დადასტურებას მოვისმენთ", _განაცხადა აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა გააჩინა გარკვეული კითხვები ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
,,ბოლო მოვლენებმა და მინისტრების ცვლილებებმა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ კავშირში იყო ქვეყნის ევროინტეგრაციასთან გააჩნია გარკვეული კითხვები ნატოს წევრ სახელმწიფოებში. Aარ ვფიქრობ, რომ ეს კითხვები სეროზულია, რადგან კარგად ვიცით რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართველი ხალხის არჩევანია", -განაცხადა აპატურაიმ.
დღეს, 17 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება. რთება.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ნატო-ს შტაბბინაში იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.