ბათუმში 2015 წლის აპრილში კიდევ ერთი ახალი მრავალფუნქციური საავადმყოფო გაიხსნება. „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობის პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი გაეცნენ. 120 პაციენტზე გათვლილ კლინიკაში სულ 70 პაციენტთა ოთახი მოეწყობა.
საავადმყოფოს - საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი ექნება. კლინიკის შენობაში ბაჰჩეშეჰირის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი განთავსდება. უნივერსიტეტი აკრედიტაციას მომავალ წელს მიიღებს და სტუდენტების მიღებას შეძლებს. თავდაპირველად უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი იქნება. წარჩინებულ სტუდენტებს საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმების საშუალება ექნებათ. შპს „brothers"-ის ხელმძღვანელის თუგრუ თოქმანის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მინიმუმ 300 ადამიანი დასაქმდება.
კომპანია აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები