17 ნოემბერს,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს ახალ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა, ბრუსელში შედგება.
აღსანიშნავია, რომ იენს სტოლტენბერგსა და ღარიბაშვილის შეხვედრა რიგით პირველია.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგმა ანდერს ფოგ რასმუსენი ჩაანაცვლა.