"არა ანექსიას"- აქციის მონაწილეები "ვარდების მოდენაზე" უკვე იკრიბებიან. „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა და შემდგომ მიტინგი თბილისის ცენტრში, ზუსტად 16:00 საათზე დაიწყება. თუმცა მანამდე "ვარდების მოედანზე" რეგიონებიდან მომავალ კოლონებსაც ელოდებიან, რომლებიც დღეს დილით საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, გამოემგზავრნენ.
წინასწარი ინფორმაციით, აქცია 16:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და ანექსიის მცდელობის გასაპროტესტებლად, რუსთაველზე შეკრებილებს სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს.