"ვარდების მოედნიდან" სასტუმრო "თბილისი მარიოტამდე" ავტომობილით გადაადგილება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციას გამო, აკრძალულია. მოძრაობა გადაკეტილია ასევე, რუსთაველის პარალელურ ქუჩებზეც. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აქციასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა, რომ აქციის მიმდინარეობის დროს ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, 12:00 საათიდან სრულად გადაიკეტება მოძრაობა
რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე; მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე; ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე.
შეგახსენებთ, დღეს, ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქცია "არა ანექსიას", ვარდების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება.