კალიფორნიულმა სტარტაპმა, კომპანია ComfortWay -მა iPhone-ს კეისი შექმნა, რომელიც როუმინგზე თანხების ეკონომიას აკეთებს.
სიახლის მთავარი ელემენტი არის ვირტუალური SIM-ბარათი, ტექნოლოგია, რომელიც ასობით ქვეყანაში მობილურ ინტერნეტთან წვდომას, ადგილობრივი ფასებით, უზრუნველყოფს. ირკვევა, რომ სიახლის შემთხვევაში 1 GB ინტერნეტ ტრაფიკის ღირებულება 10 დან 20 დოლარამდეა. კეისი ასევე აღჭურვილია დამატებითი ბატარეეით, რაც სმარტფონის მუშაობას 10 საათით ახანგრძლივებს.
სიახლე ”ჩაკბეჩილი ვაშლის" iPhone 5-დან iPhone 6-მდე სმარტფონებზე არის ადაპტირებული. მისი რეალიზაცია მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყება, ხოლო ფასი 149 დოლარის ფარგლებში იქნება. თუმცა თუ კეისს მომხმარებელი წინასწარ შეუკვეთავს, მაშინ მასზე გარკვეული ფასდათმობის აქციაც იმოქმედებს.
სტარტაპს კეისების სერიული წარმოებისათვის 120 ათასი დოლარი ესაჭიროება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ iPad Air -2-სათვის ვირტუალური SIM-ბარათი წარმოადგინა თავად Apple -მაც, თუმცა ის მხოლოდ 2 ქვეყანაში მუშაობს და არ მოიცავს iPhone -ს მხარდაჭერას.