პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 15 ნოემბერს, დაგეგმილ აქციას ეხმიანება და სამართალდამცავებს მოუწოდებს დაიცვან წესრიგი და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს.
,,მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს თითოეული მოქალაქის ნებას, გამოხატოს თავისი აზრი. ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული და ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს მათი გამოხატვის თავისუფლებას.
მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს. იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია", _ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 15 ნოემბერს, ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია რუსთაველის გამზირზე, ვარდების მოედანზე 16:00 საათზე გაიმართება.როგორც პარტიის წევრები განმარატვენ აქციის მიზანი საქართველოს ანექსიის გაპროტესტება და აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმეედობაა.