2014 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 217.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.7 მლნ აშშ დოლარით (15.2 მლნ ლარით), ანუ 6.5 პროცენტით ნაკლებია 2013 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.2 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.
2014 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.9 მლნ აშშ დოლარი (24.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.0 მლნ აშშ დოლარისა (29.9 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.
მასალის გამოყენების პირობები