ფინანსთა მინისტრმა პარლამენტს 2015 წლის განახლებული სახელმწიფო ბიუჯეტი წარუდგინა. ნოდარ ხადურმა საკანონმდებლო ორგანოში 2015 წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და დეპუტატებს მომავალი წლის მაკრო-ეკონომიკური გეგმები გააცნო.
საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 160.0 მლნ ლარით.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 780.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 140.0 მლნ ლარითაა გაზრდილი და 7 600.0 მლნ ლარს შეადგენს.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
• საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 085.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.5 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 315.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 15.0 მლნ ლარით;
• მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 900.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 2.8 პროცენტია;
• დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 529.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 11.1 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 255.0 მლნ ლარით.
• აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 947.0 მლნ ლარის ოდენობით , რაც მშპ-ის 3.0 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 208.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 139.0 მლნ ლარით. ზრდა გამოწვეულია საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად აქციზის განაკვეთების ზრდით, კერძოდ; - 1 იანვრიდან დაგეგმილია აქციზის განაკვეთის ზრდა თამბაქოზე (ფილტრიანზე 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით), ასევე გათვალისწინებულია 1 ივლისიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი ე.წ. შერეული სისტემის შემოღება, რაც ჯამში დამატებითი რესურსი იქნება 70,0 მლნ ლარი;
- პირველი იანვრიდან დაგეგმილია ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და აჰკოჰოლურ სასმელებზეაქციზის განაკვეთის გაორმაგება, რითაც დამატებით მობილიზებული იქნება 40,0 მლნ ლარი;
- პარლამენტში ინიცირებულია საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აქციზით დაიბეგრება უცხოეთიდან შემოსული სატელეფონო ზარები და აღნიშნულის ხარჯზე მიღებული დამატებითი შემოსავალი იქნება დაახლოებით 30,0 მლნ ლარი;
• იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 114.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 14.0 მლნ ლარით.
• სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25.0 მლნ ლარით.
2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 115.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 30,0 მლნ ლარით), ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 100.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 5,0 მლნ ლარით);
2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით შემცირებულია 15.0 მლნ ლარით და განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით.
არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 80,0 მლნ ლარის ოდენობით;
ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 70,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მთლიანად წარმოადგენს წინა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებას;
ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტების 10.0 მლნ ლარით ზრდის ხარჯზე და განსაზღვრულია 1 330.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
• საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 690.0 მლნ ლარი;
• მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების საბიუჯეტო კრედიტები - 240,0 მლნ ლარი;
• სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 400,0 მლნ ლარი;
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2015 წელს მისაღები შემოსულობების მთლიანი მაჩვენებელი 2014 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 465.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით - 170.0 მლნ ლარით და განსაზღვრულია 9 570.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო გადასახდელების გეგმა შეადგენს 9 520.0 მლნ ლარს (2014 წელთან შედარებით გაზრდილია 440.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით - 170.0 მლნ ლარით), რისი გათვალისწინებითაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის დაგროვება 50.0 მლნ ლარის ოდენობით.