საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა საინტერესო, თუმცა მოთხოვნის საფუძველთან აცდენილი იყო. ამის შესახებ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს მთავრობასთან და პრეზიდენტთან გარკვეული შენიშვნები ჰქონდა.
"პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან კრიტიკული და მოთხოვნის საფუძველთან აცდენილი. პრეზიდენტის გამოსვლა შეეხებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს, რომელზეც ის ზოგადად, თებერვალში ანგარიშის გამოსვლის დროს საუბრობს. მან შენიშვნა მისცა პარლამენტს და თქვა, რომ საპარლამენტო კონტროლი სუსტია. ასევე მთავრობასთან მიმართებაში ნათქვამი იყო, რომ ორი ბატონის მსახურება არ შეიძლება. ბევრ საკითხში იყო საინტერესო და ბევრშიც სწორი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.