„თიბისი ბანკი", რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკისგან (EBRD), სს „თიბისი ლიზინგის" აქციათა 9,94%-ს გამოისყიდის.
„თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ბანკს „თიბისი ლიზინგში" 89,52% ეკუთვნის, ხოლო 0,54% - კომპანიის ყოფილ დირექტორს, თეა ლორთქიფანიძეს.
ბანკმა ასევე განაცხადა, რომ EBRD -ი, „თიბისი ლიზინგის" კაპიტალში 2006 წელს შევიდა და მაშინ გაფორმებული ხელშეკრულება EBRD-ის მიერ ამ აქციების გაყიდვას ითვალისწინებდა.
„თიბისი ბანკის" კონსოლიდირებულ აქტივებში, „თიბისი ლიზინგის" წილი, ამ წლის მესამე კვარტალის ბოლოს 1,29% იყო.