ბათუმში ,,MARINE COLISEUM"-ის მშენებლობის პროცესი მოინახულა დღეს აჭრის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა. როგორც სამინისტროში აცხადებენ. დავით ბალაძემ შპს ,,MARINE COLISEUM"-ის დირექტორთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად სასტუმროს შიდა ინტერიერი დაათვალიერა.
სასტუმრო ,,COLISEUM"-ი 107 ნომრიანი იქნება. გარდა სასტუმრო ნომრებისა, შენობაში განთავსებული იქნება ასევე სამორინე, ღია და დახურული საცურაო აუზები, კაფე, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროში მინიმუმ 100 ადამიანი დასაქმდება.
აღსანიშნავია, რომ შპს ,,MARINE COLISEUM"-ი ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. #16-ში, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "COLISEUM"-ის მშენებლობას 2015 წლის 1 ივლისამდე დაასრულებს;
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები