შეერთბული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს ხვდება. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში იმართება.
თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შესახებ, რიჩარდ ნორლანდმა გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ სურს ბერუჩაშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცოს.
შეგახსენებთ, თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.