უკრაინის ხელისუფლების მიერ „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებულ რუს მსახიობს, მიხაილ პორეჩენკოვს სიმბოლური პროტესტი სცენაზე მოუწყვეს. სპექტაკლ „სურვილის ტრამვაის" დასრულების შემდეგ სცენაზე გამოსულ მსახიობს სათამაშო პისტოლეტი გადაუგდეს.
„აი, შენ, პისტოლეტი, მიშა, სროლა გიყვარს და მესროლე,"-ამ სიტყვებით მსახიობს ცნობილმა აქტივისტმა ეკატერინა მალდონმა მიმართა, რაც პოროჩენკოვს აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია.
უსიამოვნო სკანდალში რუსული სერიალების გმირი დონბასში ვიზიტისას გაეხვა. მსახიობი დონეცკში სეპარატისტებს ესტუმრა და უკრაინული პოზიციების მიმართულებით ტყვიამფრქვევიდანაც ისროლა.