ექსპერტი ელენე ხოშტარია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ იგი იზიარებს თავდაცვის მინისტრის ირაკლია ალასანიას პოზიციას და განმარტავს, რომ პროცესები რომელიც თავდაცვის უწყების ირგვლივ მიმდინარეობს საფრთხეს უქმნის ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას და თავდაცვისუნარიანობას.
,,ფაქტია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ვითარებას როცა კოალიციის პროდასავლური ნაწილი დასუსტებული იქნება და ეკლექტური კოალიციის პირობებში ჩნდება ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საფრთხე. ამასთან დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება ეს ევროპის სახალხო პარტია, თუ სხვა პარტნიორი ქვეყნების თანამდებობის პირები როცა მიგვითითებენ, რომ ჩვენი ევროპული ორიენტაცია შეიძლება დამოკიდებული იყოს როგორ წარვმართავთ სასამართლო პროცესებს, გამოძიებებს, ამ ფონზე ასეთი უხეში ნაბიჯები გადადგა და კითხვის ნიშნები რომელიც ჩნდება ქვეყნის პოლიტიკურ ორეინტაციასთან დაკავშირებით, იმ საფრთხეების პირობებში რომელიც ჩვენ გვაქვს აფხაზეთში რუსეთის გააქტიურების ფონზე, ამ პირობებში თავდაცვის ასეთი პოლიტიზირება და დარტყმა თავდაცვის სისტემაზე, ეს პირდაპირ ასუსტებს ჩვენ თავდაცვისუნარიანობას", _განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით პროცესები როემლიც მისი უწყების ირგვლივ მიმდინარეობს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.
,,მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ეს არის შეტევა იმ სტუქტურაზე, რომელიც გამორჩეული იყო და არის თავისი წარმატებით რეფორმებში, რომელიც გამორჩეულია საგარეოპ პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე. მე მინდა ასევე გითხრათ რომ ძაოლიან კარგად ვიცი ვისი გორისა ვარ. ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ის ზოგიერთი წარმომადგენლები ისვრიან. მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს 2012 წლის არჩევნების შემდეგ და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ახლა მთავარია სიმშვიდე, სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოდ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა", _განაცახდა ალასანიამ.