რუსული ვალუტის კურსი ისევ დაეცა. დღეს დილით მოსკოვის სასაქონლო ბირჟაზე დოლარის ღირებულებამ 43,28 რუბლი შეადგინა, ევროს კურსი კი 54,01 რუბლით განისაზღვრა. რუბლის კურსის ვარდნა აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუმკაცრა. რუსული ვალუტის ვარდნას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნაც განაპირობებს.
მასალის გამოყენების პირობები