მოუწოდებ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანო და გააკეთოს მთვარი, აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქრურებსა და საზოგადოებას შორის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილ საკანონმდებლო ორგანოს, მას შემდეგ რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
პრეზიდენტის თქმით, ბევრად სწრაფად უნდა ხდებოდეს კანონების მიღება, რომელზეც საოზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს.
"ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება საზოგადოების მაქსიმალური ნდობით და ჩრთულობით. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები. საზოგადოება ჩავრთოთ აქტიურ დიალოგში და ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა რომელზეც ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ნდობის აღდგენა უნდა დავოწყოთ ჩვენ, პოლიტიკოსებმა. შესამამისად, ამ არგუმენტით ვადემ ამ კანონს ვტოს და იმედი მაქვს, პარლამენტი ჩემს პოზიციას გაიზიარებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.