15 ნოემბერს, ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადადა აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
,,ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან ღია და თავხედური ანექსიის მცდელობა და ამის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამა წლის 15 ნოემბერს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც ხმის მიწვდენა იქნება როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. საქართველოს მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება რესეთის ანექსიას", _განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა შეუერთდნენ აქციას.
,,ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას და თითოეულ ადამიანს, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას დავიწყოთ კონსულტაციები 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებთ. ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას", _განაცხადა ჯაფარიძემ.