საქართველოში მობილური ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება აქციზით განხორციელებული ზარის ხანგრძლივობის მიხედვით დაიბეგრება. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, დაბეგრვა შემდეგი სქემით მოხდება: ერთ წუთზე 15 თეთრის ოდენობით, ხოლო ფიქსირებულ ქსელში დასრულებისათვის ერთ წუთზე - 8 თეთრით.
მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზის განაკვეთი მცირდება 10 პროცენტიდან 8 პროცენტამდე.
გარდა ამისა, საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება გათავისუფლდება დამატებული ღირებულებისგან ჩათვლის უფლებით.
მასალის გამოყენების პირობები