"ქართული ოცნების" მთავრობის არსი არის მთლიანად ტყუილი და ხალხის მოტყუება, - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტში ნოდარ ხადურს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხადურს კითხვა იპოთეკარების პრობლების შესახებ დაუსვეს, რაზეც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათმა მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ გააკეთა, რასაც ნუგზარ წიკლაურის რეპლიკა მოჰყვა.
"ბიძინა ივანიშვილი, ცნობილი მატყუარა, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი. რომ პირდებოდა იპოთეკარებს, რომ დეხმარებოდა ამ პრობლემის მოგვარებაში, აპირებთ თუ არა ამ დაპირებების შესრულებას? ამაზე გაეცით პასუხი. არსი არის "ქართული ოცნების" მთავრობის მთლიანად ტყუილი და ხალხის მოტყუება. კიდევ ბედავთ სხვისკენ ხელის გაშვერას. უნდა გახსოვდეთ რა მთავრობას წარმოადგენთ", - განაცხადა წიკლაურმა.
"ძალიან კარგად ვიცი რა მთვრობას წარმოვადგენ და ისიც ვიცი, თქვენ ნრა მთვრობას წარმოადგენთ" - უპასუხა ხადურმა.
შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პასუხობს.