"ელიტ ელექტრონისმა" შემოდგომის სეზონი დაუჯერებლად დაბალი ფასებით დაიწო და ოქტომბერი კულინარიის თვედ გამოაცხადა.
ამავე პროექტის ფარგლებში, "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს ონლაინ კონკურს სთავაზობს „ელიტ შეფ მზარეული". ნებისმიერ მსურველს "ელიტ ელექტრონიქსის" ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/ElitElectronics შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია, სადაც უნდა დაწეროთ თქვენი საყვარელი კერძის თქვენეული რეცეპტი და მომზადების პროცესში გადაღებულ ფოტოსურათთან ერთად გააგზავნოთ. რეცეპტის და სურათების ატვირთვის შემდგომ, გეძლევათ შესაძლებლობა დააშეაროთ და მოუწოდოთ თქვენს მეგობრებს, რომ მოგცეთ ხმა. გამოვლინდება 10 გამარჯვებული, 5 ხმების რაოდენობით და 5-ს "ელიტ ელექტრონიქსის" სპეციალური ჟიური შეარჩევს.
"ელიტ ელექტრონიქსის" ჟიურის წარმოადგენს სასტუმრო ქორთიარდ და თბილისი მარიოტის მექსიკელი შეფ მზარეული - პედრო ლეივა, რომელსაც ამ სფეროში20 წლიანი გამოცდილება აქვს.
„ყველაზე საჭირო ცოდნის მიღება მზარეულს მუშაობის პროცესში შეუძლია, კერძების მომზადებისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სხვადასხვა სუნელს. მაგალითად ხორცს უბრალოდ კი არ ვამზადებ, არამედ მას სხვადასხვა სუნელითა და ინგრედიენტებით ვახალისებ, ეს მას განსაკუთრებულ არომატს აძლევს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გემრიელია ტრადიციული რეცეპტით მომზადებული ხინკალი, თუმცა საინტერესო იქნებოდა, ახალბედა მზარეულებს მისთვის ფორმა ან შიგთავსი შეეცვალათ და მათეული ხინკალი შემოეთავაზებინათ", - აღნიშნავს პედრო ლიევა.
"ელიტ ელექტრონიქსის" ჟიურის ასევ წარმოადგენს რუსთავი 2-ის დილის სამზარეულოს წამყვანი ნინო ხაჟომია.
"აღარ მეგონა, თუკი ამდენი დიპლომის შემდეგ ბებიაჩემის უნივერსიტეტში ნასწავლი დიასახლისის პროფესიაც გამომადგებოდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ნებისმიერი ცოდნა მნიშვნელოვანია, თუკი საფუძვლიანად იცი. ბებია გურული ქალი იყო და სამზარეულოშიც გურულისთვის დამახასიათებელი სისწრაფით მოძრაობდა. ხაჭაპურისაც და ასამდე სხვა კერძის კეთებაც მისგან ვისწავლე და მართალია, ნიუ-იორკის კულინარიული სკოლა არ ჰქონდა მას დამთავრებული, მისი რეცეპტები დღესაც ყველას აღფრთოვანებულს ტოვებს. იტყოდა ხოლმე, "ბებო, ქალი რომ სამზარეულოში საჭმელს აკეთებს ისე უნდა აკეთოს რომ არაფერს შეემჩნესო", მას მერე მეც წესად მაქვს, რომ ყველაფერი სუფთად ვაკეთო. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ საქმე იქამდე მივიდოდა, რომ მზარეულობას ტელე-ეთერით დავიწყებდი. ვინმეს რომ ეთქვა, ასე იქნებაო, გამეცინებოდა, მე მედიასთან სერიოზული ურთიერთობა მქონდა აწყობილი, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ძალიანაც მომეწონა ეს საქმე და არც არასერიოზულად მეჩვენება, მთავარია როგორ მიუდგები - ჩემი მიდგომა კი დღეს ასეთია - საკვების შექმნა ხელოვნებაა და კერძიც შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში", - განმარტავს ხაჟომია.
"ელიტ ელექტრონიქსი" ამავე პროექტის ფარგლებში მომხმარებელს სულ მალე საშუალებას მისცემს ქავთარაძის 1-ში მდებარე მაღაზიაში თავად უყურონ და დააგემოვნონ "ელიტ ელექტრონიქსის" სამზარეულო ტექნიკის დახმარებით მომზადებული უგემრიელესი კერძები.