საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის სექტემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 200 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.5% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.5% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.960 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. სექტემბრის თვეში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (36.3%-ით), ხოლო კლება - წინა წლის იმავე თვესთან (2.6%-ით) შედარებით.
2014 წლის სექტემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 36.1%- ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 42.5%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 2.3%- ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 14.0%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ-
მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.964 და 0.819 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. სექტემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2
484 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.1%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 517 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.1%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.2% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 102 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 69 კოოპერატივი, 18 უცხოუ- რი სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 8 სააქციო საზოგადოება და 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.