თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დაყაჩაღების მიზნით, თავდამსხმელებმა 35 წლის კაცი ცხელი უთოთი აწამეს. ,,რუსთავი-2"_ის ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
როგორც დაზარალებულის მეუღლე აცხადებს, კვირას საღამოს მის ქმარს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. ისინი შეიარაღებულები იყვნენ და ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.