8 ნოემბერს, პარტია „თავისუფალი დემოკრატები" რიგით მესამე ყრილობას გამართავენ.
ყრილობა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის ახალი წესდების რედაქციის მიღება და რიგი საკითხების განხილვა მოხდება.
ამასთან დაგეგმილია პარტიის ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია.