სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის" მოწვევით საქართველოსცნობილი ფრანგიშეფკონდიტერიდევიდდიუკანისტუმრობს, რომელიც „სმარტის" კონდიტერებს მასტერკლასებს უტარებს. ფრანგული საკონდიტრო ტენდეციები, ტკბილეულის მსუბუქი კონსისტენცია, ვიზუალი, საგემოვნო თვისებები და ხელოვნებად ქცეული საკონდიტრო ნაწარმი: ეს ის მიმართულებებია, რომელსაც ბატონი დიუკანი სმარტის კონდიტერებს აცნობს და ასწავლის. გამრავალფერვნებულ და უფრო მეტად დახვეწილ საკონდიტრო ნაწარმს სმარტის ერთგული მომხმარებლები უახლოეს მომავალში იხილავენ სუპერმარკეტის დახლებზე.
"სმარტი" მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. ცნობილი ფრანგიშეფკონდიტერის,დავიდდიუკანის მასტერ კლასები სმარტის პროფესიონალ კონდიტერებს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე, ევროპულ ტენდენციებს გაეცნონ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ ტორტების, ნამცხვრებისათუ სხვასაკონდიტრო ნაწარმის არჩევანი. „ხარისხი დეტალებში" ყველგან რომ იგრძნობოდეს, ჩვენ უახლესი ტექნოლოგიებით ვამზადებთ საკონდიტრო ნაწარმს, საერთაშორისო გამოცდილებით კი „სმარტის" კონდიტერები უახლეს ტენდენციებს დანერგავენ და მომხმარებელს გემრიელ არჩევანს კიდევ უფრო გაუმრავალფეროვნებენ. წლის ბოლომდე რამდენიმე ცნობილი ფრანგი კონდიტერის მოწვევას ვგეგმავთ. სმარტის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ საქართველოშიც ეზიარონ იმ საკონდიტრო ხელოვნებას, რომლითაც საფრანგეთი ასე ამაყობს. დარწმუნებულები ვართ, რომ სმარტის საკონდიტრო შეთავაზებებით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება." აცხადებს „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე,
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა" „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, ვაკეში, რუსთაველის გამზირზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.