საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს ისტორიაში მისი სახელი "დიდ ისტორიულ გარღვევასთან" იქნება დაკავშირებული.
"ჩემი პრეზიდენტობა ისტორიაში შევა, როგორც ხანა, როცა საქართველოში გზის, წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა გადაწყდა. ეს დიდი ისტორიული გარღვევა იქნება", _ განაცხადა სააკაშვილმა დღეს ბათუმში სტუმრობისას.
"3 მლრდ ლარამდე გზებზე, ამდენივე ჰესების მშენებლობაზე, მლრდ ლარი კი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ 7 მლრდ ლარად საქართველოში ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო პრობლემა იქნება მოგვარებული. ეს არის მინიმუმი წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა განვითარდეს", - განმარტა სააკაშვილმა.