რუსი პოლიტოლოგი იგორ შატროვი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით კომენტარს საქართველოსთან მიმართებითაც აკეთებს.
„სვობოდნაია პრესას" შეკითხვაზე, „როდის შეცვლის უკრაინა, სავარაუდოდ, აგრესიულ ანტირუსულ რიტორიკას", პოლიტოლოგი პასუხობს:
„ეს მოხდება მხოლოდ სხვა პრეზიდენტის მმართველობის დროს, როცა უკრაინაში პოლიტიკური ელიტა შეიცვლება. ასეთი ერთ-ერთი მაგალითი საქართველოა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ჩვენ მისთვის მტრები ვიყავით. ახალი ხელისუფლების დროს სიტუაცია შეიცვალა, თუმცა, რასაკვირველია, ურთიერთობა სრულად ჯერ არ აღდგენილა. ამის მიუხედავად, ადამიანთა დამოკიდებულების დონეზე რუსებსა და ქართველებს შორის, ვფიქრობ, არავითარი დაპირისპირება აღარ არსებობს. შესაძლოა ყოფით სიტუაციებში იყო რაღაც გაუგებრობები, ეს გასაკვირი არაა, რადგან პროპაგანდის „შხამიან" მარცვლებს თავისი ნაყოფი გამოჰქონდა. ამჟამად ასეთი ფაქტები აღარ არის.
საინტერესო ისაა, რომ უკრაინელებთან, ეროვნული კუთვნილების თვალსაზრისით, რუსებს კონფრონტაცია არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვში ნამდვილად ასეა... რაც შეეხება კიევს და უკრაინის დასავლეთ რეგიონებს, იქ ანტირუსული რიტორიკა ჭარბობს", - ამბობს ინტერვიუში რუსი პოლიტოლოგი.
მასალის გამოყენების პირობები