აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დაღესტნის პრეზიდენტს მაგომედსალამ მაგომედოვს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და ყიზლარში მომხდარი ტერაქტების დროს გარდაცვლილთა გამო მწუხარება გამოთქვა.
"მთელი აფხაზი ხალხის სახელით და პირადად ჩემი სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ყიზლარში მომხდარი არაადამიანური ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების გამო", _ ნათქვამია ბაღაფშის მიერ გაგზავნილ სამძიმრის დეპეშაში.
მასალის გამოყენების პირობები