საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის პირველი პირი ქალაქის ახალი წყლის სისტემის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში წყლის სისტემის მთლიანად გამოცვლა იგეგმება.
მიხეილ სააკაშვილს დასავლეთ საქართველოში 13:00 საათისთვის ელოდებიან.