"ალიანსი საქართველოსთვის" "ტყუილის დღეს" გიგი უგულავას მიულოცავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა რეზი სოხაძემ განუცხადა, 1-ელი აპრილის სიმბოლურად აღსანიშნავად, "ალიანსის" შემადგენლობაში შემავალი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დედაქალაქის მერიასთან აქციას გამართავენ.
"დღეს 1-ელი აპრილია, რომელსაც სიმბოლური - ტყუილის დღის დატვირთვა აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენც სიმბოლურად აღვნიშნავთ მას და იმ უწყების ხელმძღვანელს "მივულოცავთ", რომელიც ყველაზე ბევრს გვატყუებს - გიგი უგულავას", - განაცხადა სოხაძემ.
დედაქალაქის მერიის შენობასთან "ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები 14:00 საათზე შეიკრიბებიან.