2015 წლის ბიუჯეტი არის ორიენტირებული ადამიანზე, სოციალური მიმართულებები გამოკვეთილი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოციალური დანახარჯები მილიარდზე მეტით გაიზარდა. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას წლების განმავლობაში დაგროვილი მძიმე პრობლემები მოვუგვაროთ. მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან, რათა ბიუჯეტი მაქსიმალურად გამართული და ეფექტიანი იყოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრებასთან დაკავშირებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ჭორაობისთვის არ სცალია"
მასალის გამოყენების პირობები