საქართველოს პრეზიდენტი დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იმ მექანიზმებზე იმსჯელეს, რომელთა საშუალებითაც საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უნდა გახდეს შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით ხაზგასმით აღინიშნა დავოსის მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმისა და მის ფარგლებში გამართული რეგიონალური შეხვედრების მნიშვნელობა. ამას გარდა, მათ ყურადღება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ გეგმებსა და იმ ახალ გზავნილებს, რომლებიც უფრო მეტ ინვესტორებს დააიტერესებს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემოთი.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პირველმა პირმა კლაუს შვაბისგან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევაც მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები