საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ჯატა 2014"-ში მონაწილეობს. 4 დღიანი გამოფენის ფარგლებში იმართება ბიზნესშეხვედრებიც, სადაც ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. გამოფენაში საქართველოდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე წარმოდგენილია 8 ტურისტული კომპანია. ჯატა 2014"-ის გახსნას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე დაესწრო.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლების, რეკლამირებისათვის და ტურისტების მოდიზიდვისათვის. საქართველო წელს მე-16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. იაპონელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველობით გამოირჩევიან. იაპონია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენს ტურიზმის თვალსაზრისით.