2014 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1260 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (775 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (544 მლნ. აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7411 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 12 პროცენტით მეტია.
მასალის გამოყენების პირობები