2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7411 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 12 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1914 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5497 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-აგვისტოში 3584 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.