საქართველოს ექს-პრეზიდენტს კანონთან პრობლემები აქვს. იგი თავის გაჭირვებაში პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. ახლახან სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქონება ყადაღა დაადო. როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს კიდევ მრავალი ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის მიტინგების რდარბევაში, ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. გასულ წელს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში წავიდა, სადაც იგი, საქართველოში გამოცხადებული ძებნის გამო, მართლმსაჯულებას ემალება, - იუწყება „რადიო ვესტი FM"
„ვარდების რევოლუციის" ბელადის თავს დამტყდარი არასასიამოვნო ამბების შესახებ მოუსმინეთ ჩვენს კორესპონდენტს ნიკოლაი ოსიპოვს:
„ანგარიშები, ბინები, მიწის ნაკვეთები... საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნათესავების თითქმის ყველა პირადი ფინანსური მიღწევა გაანულა. საბედნიეროდ, ექს-პრეზიდენტს ნიუ-იორკში ბიძამისის ბინა აქვს, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს და როგორც ჩანს, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს - სამშობლოში ხომ მას, გაფლანგვების გამო, პატიმრობა ელოდება. „იგი მთელი ძალისხმევით ცდილობს პოლიტიკოსის სტატუსის შენარჩუნებას, რათა ჩვეულებრივ ბრალდებულად არ გადაიქცეს, - ამბობს დამოუკიდებელი პოლიტოლოგი სერგეი მიხეევი, - იგი ადგილს ეძებს, უკრაინაში დადის, განცხადებებს აკეთებს... მისთვის ახლა აუცილებელია აშშ-ის ყურადღება მიიპყროს, აჩვენოს, რომ „მე თქვენი მეგობარი ვარ, ისისნი კი რეპერესიებით მემუქრებიან... გამოიყენეთ ჩემი მდგომარეობა".
კაცმა რომ თქვას, „ვარდების რევოლუციის" ლიდერის აღზევებიდან მისი პოსტამენტიდან გადმოგდებამდე მაინც და მაინც დიდი დრო არ გასულა. საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტის სახე ბოლო წლების განმავლობაში საკვირველი სისწრაფით იცვლებოდა: ადამიანი, რომელმაც პარლამენტში შეჭრის დროს ედუარდ შევარდნაძე ტრიბუნიდან გააგდო, მის მიერ დატოვებული ტრიბუნა კი იმწუთშივე მიითვისა ჭიქა ჩაისთან ერთად; ადამიანი, რომელმაც კორუფციის გამო სახელმწიფო ავტოინსპექცია გააუქმა, ქვეყანაში კი კორუფცია მაინც ვერ მოსპო; ადამიანი, რომელიც ნერვიულად ღეჭავდა ჰალსტუხს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს, საკუთარ სამშობლოს გაერიდა... „დიახ, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით, სანამ ვაშინგტონი გაქცეულ ექს-პრეზიდენტს იფარავს, - ამბობს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენდირექტორი ალექსე მუხინი, - იგი აშშ-ის ხელისუფლების სრულ კმაყოფაზე იმყოფება. სწორედ ვაშინგტონზეა დამოკიდებული, ჩააბარებს თუ არა თავის აგენტ მიხეილ სააკაშვილს, ან მართლმსაჯულებისგან დაიცავს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ყურადღებას არ მიაქცევს".
ექს-პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები დამამცირებელიც კია ამ დონის პოლიტიკოსისთვის: ბიუჯეტის ფულები იახტებისთვის, მასაჟისტი ქალებისთვის, კოსმეტიკური მომსახურებისთვის, ტანსაცმლისთვის... თუმცა არის უფრო სერიოზულიც: მიტინგების დარბევა, ტელეკომპანიაში უკანონოდ შეჭრა და მიტაცება...
თვითონ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბრალდებები - ეს მისი პოლიტიკური მტრების, [მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის] მონაგონია - „განა [ბიძინა ივანიშვილის] ბრწყინვალე სახლი ნაკლებ მდიდრულია?". ასეთი თავის მართლებით აშკარაა, რომ ექს-პრეზიდენტი პოლიტიკოსის სტატუსის შენარჩუნებასა და პოლიტიკაში ტივტივს ცდილობს. „იგი დიდი ხანია პოლიტიკოსი აღარ არის, - აგრძელებს ალექსეი მუხინი, - მისი ფეერული კარირეის დასასრულის დასაწყისი მაშინ გამოიკვეთა, როცა მისმა მთავარმა მფარველმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა თეთრი სახლი დატოვა და პრეზიდენტად ბარაკ ობამა იქნა არჩეული. ობამას არაფრით არ გამოუხატავს მიხეილ სააკაშვილისადმი სიმპათიები. ნათელი გახდა, რომ საქართველოს აშშ-საგან ფინანსებისა და სამხედრო დახმარების მისაღებად დიდი იმედები არ უნდა ჰქონოდა".
„მიხეილ სააკაშვილისათვის ერთადერთი იმედი ისაა, რომ შეიძლება იგი შეერთებულ შტატებს იმ ქვეყნის პრეზიდენტის დემოვერსიის სახით გამოადგეს, სადაც ვაშინგტონმა გადატრიალება მოაწყო. ეს ერთგვარი ნიშნია უკრაინელი ლიდერებისათვის: თუ რამე მოხდება, ბინა, კარგი რესტორნები და უნივერსიტეტებში ლექციები გარანტირებული გაქვთო", - ამბობს სერგეი მიხეევი: „ამერიკელები ნათლად ახდენენ იმის დემონტრირებას, რომ კანონების გარდა არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილება, რომლის მიხედვით, ვაშინგტონი მიხეილ სააკაშვილს არ დათმობს. მისი დათმობა ვაშინგტონზე მომუშავე სხვა ლიდერებისათვის ცუდი მაგალითი იქნება, რადგან ისინი დაინახავენ, რომ ამერიკა სანდო აღარაა, ვაშინგტონს მათი ჩაბარებაც შეუძლია".
რამდენად შესაძლებელია ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციის პერსპექტივა?
როგორც ლექსეი მუხინი ამბობს, „მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში იმიტომ ცხოვრობს, რომ მისი ჩაბარება ჯერ-ჯერობით მიზანშეწონილი არ არის - უკრაინაში, მოლდოვაში და თვით საქართველოში მცხოვრები აშშ-ის ზოგიერთი აგენტის დასანახად".
სხვათა შორის, ფორმალურად, შეერთებულ შტატებს მიხეილ სააკაშვილის არგადასაცემად არავითარი მიზეზი არ უნდა ჰქონდეს: ვაშინტონმა ხომ უკვე ააშენა დემოკრატია საქართველოში, ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტს სამშობლოში სავსებით დემოკრატიული და სამართლიანი სასამართლო ელოდება.. თუმცა აშკარაა, რომ სასამართლო დაუსწრებელი იქნება. ქონების დატოვება მას ნამდვილად მოუწევს, მაგრამ საზღვარგარეთ არსებულ აქტივებს როგორმე შეინარჩუნებს. კომპრომისიც შეიძლება, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტს ხელეწიფება: საქართველოს პარლამენტში უკვე სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ თუ ექს-პრეზიდენტს გაასამართლებენ, ახალი პრეზიდენტი მას შეიწყალებს. ანუ ერთი მხრივ, ვაშინგტონს აღარ მოუწევს სააკაშვილის გადარჩენა, ხოლო მეორე მხრივ, გაქცეული ქართველი ლიდერის გასამართლების მსურველთა მოთხოვნაც დაკმაყოფილებული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები