აჭარის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 1 მილიონ 385 000 ლარით გაიზარდა - აღნიშნულ საკითხზე დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის იონა წითელაძის მიერ მთავრობისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით შემდეგი პროგრამები დაფინანსდება: :
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქვეპროგრამა „აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა" შტორმის შედეგად წარეცხილი უბნებისათვის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად იზრდება 335,2 ათასი ლარით.
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის და ბათუმის სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით დამატებით გამოეყო 750,0 ათასი ლარი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდის შევსების მიზნით დამატებით გამოიყო 600,0 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას;
• აჭარის მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესებისა და გაფართოების პროგრამის ფარგლებში გასაწევი ხარჯების ანაზღაურების მიზნით (საწესდებო კაპიტალის შევსება) შ.პ.ს. „ჰიგიენა 2009"-ს დამატებით გამოიყო 600,0 ათასი ლარი;
• ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარების ზრდის მაჩვენებლი განისაზღვრა 3 548,2 ათასი ლარი, რაც ძირითადად მოხმარდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის:
• თვითმმართველი ქალაქი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების (KFW) მიზნით დამატებით 1 725,0 ათასი ლარი დაიხარჯება.
• ქობულეთის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ინფრასტრუქტურლი და მიმდინარე ხარჯებისათვის გამოეყო 1 823,2 ათასი ლარი;
• ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ერთი ერთეული მტვირთავ-ექსკავატორის, ერთი ცალი ვიბროჩაქუჩის შეძენისა და 2015 წლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით დამატებით გამოეყო 343,8 ათასი ლარი.
• სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის საზღვაო აკადემიას" ლაბორატორიისათვის ავეჯის, სასწავლო ინვენტარის და აღჭურვილობის შესაძენად ასევე ყოფილი კლუბის შენობის სახურავის და მისი საბჯენების შესაცვლელად დამატებით გამოეყო 500,0 ათასი ლარი;