"ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, IRI-ის კვლევების შედეგები "მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა".
"კვლევების ფორმატი მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა. მერობის ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ირაკლი ალასანია ლიდერობს, თუმცა პირველ ადგილზე სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავაა. ეს სახელისუფლებო რესურსისა და მედიასაშუალებების გამოყენებითაა განპირობებული", - განაცხადა უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დღეს "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ალასანიას აქვს პოტენციალი იმისთვის, რომ არჩევნებზე სახელისუფლო კანდიდატი დაამარცხოს.
"ალასანია და "ალიანსი საქართველოსთვის" არის ლიდერი პოლიტიკური ძალა და არჩევნებში მონაწილე ყველა ძალას უსწრებს", - ამტკიცებს უსუფაშვილი.