არსებულ კანონმდებლობას პრივატიზების ორი ფორმა: უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა ემატება. „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია. როგორც ირკვევა, „სახელმწიფო ქონების" შესახებ საქართველოს კანონს დაემატება პროვატიზების ორი ფორმა: უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა.
სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების-მობილური კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის ანძების განთავსების მიზნით განკარგვა დაექვემდებარება ცალკე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ რეგულაციას და მისი განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
ვინაიდან, კანონს ემატება პრივატიზების ორი ფორმა - გაცვლა და უსასყიდლოდ გადაცემა, მოხდა ტერმინის შეცვლა და ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაანაცვლა შესაბამისმა ხელშეკრულებამ. რაც განპირობებულია იმით, რომ უსასყიდლოდ გადაცემისას და გაცვლისას ფორმდება არა ნასყიდობის არამედ, სხვა ტიპის ხელშეკრულებები. ასევე ტერმინი ქონების მყიდველი შეიცვალა ქონების შემძენით, რადგან პრივატიზებაში ნასყიდობის გარდა იგულისხმება ქონების განკარგვის სხვა ფორმებიც. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ხდებოდა საკუთრებაში ტოლფასი ქონების გადაცემას, ხოლო ცვლილების თანახმად, იცვლება და ტერმინი ტოლფასი ქონება და ჩანაცვლდება ტერმინით გაცვლა, რაც მოვა შესაბამისობაში სამოქალაქო კოდექსთან.