უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდი 128 ათას ლარს დახარჯავს. როგორც მთავრობის №1503 განკარგულებაშია განმარტებული, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 225 ათასი ლარი გამოეყოფა, საიდანაც 128 ათასი ლარი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერას, ხოლო 97 ათასი ლარი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები