მთავრობის სარეზერვო ფონდიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1 მლნ ლარს მიიღებს. მთავრობის №1502 განკარგულების მიხედვით, აღნიშნული თანხა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიერ სწავლებისა და კვლევითი ხარისხის განვითარებას მოხმარდება.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 ლარი, ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემად, მის მიერ სწავლებისა და კვლევითი ხარისხის განვითარების დაფინანსების მიზნით", - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.