მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 490 ათასი ლარი მიიღო. როგორც მთავრობის №1530 განკარგულებაშია განმარტებული, მიღებული დაფინანსებიდან სამინისტრო 265 ათას ლარ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის მიერ „თელავის ტრადიციული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის" ჩატარების ხარჯების დაფინანსებას მოახმარს.
ხოლო 225 ათასი ლარი კი თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის" ჩატარებისათვის დაიხარჯება.